December 09, 2020
ახალ წლამდე ერთი თვეღა რჩება და საჩუქრების არჩევის დროც მოდის. ზუსტად არც კი ვიცი, მათი მიღება უფრო მიყვარს თუ სხვისთვის ჩუქება. ყველაფრით ვტკბები - შერჩევით, შეფუთვით, საყვარელი ადამიანებისათვის ჩუქებით და შემდეგ მათი რეაქციის ყურებით, თუმცა საჩუქრის არჩევა არც თუ ისე მარტივია. ყოველთვის ვცდილობ ისეთი რამ ვიყიდო, რაც პრაქტიკულიც იქნება და ადრესატსაც მოეწონება. განსაკუთრებით რთული პატარების დასაჩუქრებაა. მრავალი რამ არის გასათვალისწინებელი: ასაკი, სქესი, რაც მთავარია, ბავშვის ინტერესები. გთავაზობთ რამდენიმე საჩუქარს, რომელთა მეშვეობითაც ყველა ბავშვს გაახარებთ..